ღია კარის დღე ნასაკირალში

სურათი

სოფელ ნასაკირალში საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისათვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია კარის დღე გაიმართა. უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდა სტუდენტური სერვისების, დაფინანსების, სტიპენდიების, გაცვლითი პროგრამებისა და სასკოლო ოლიმპიადების შესახებ. გაიმართა პრეზენტაცია, სადაც ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სასწავლო პროგრამებზე, ლაბორატორიებსა  და საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე. წარდგინების დასასრულს, მომავალ სტუდენტებს უნივერსიტეტის საინფორმაციო ბუკლეტებთან ერთად, წიგნები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ღია კარის დღეს მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ესწრებოდნენ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა