პროექტ „სტუდენტების დასაქმების“ წარდგინება

სურათი

აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტომ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „სტუდენტების დასაქმების“ პროექტი წარუდგინა. პროექტი ახალგაზრდების დროებით სამუშაო ადგილებზე დასაქმებას, მოტივაციის ამაღლებას, პიროვნული პოტენციალის რეალიზებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენასა და  გამოცდილების მიღებას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე  დამსაქმებელთა საჭიროებების კვლევა ჩატარდება, რომლის შედეგების ანალიზის საფუძველზე, სტუდენტების გადასამზადებლად შემუშავდება მოკლევადიანი არაფორმალური განათლების  მოდულები. პრეზენტაციაზე ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების წარომადგენელმა დასაქმების მსურველებს პროექტი  „სტუდენტური საზაფხულო დასაქმება“ გააცნო.

ღონისძიების ფარგლებში ჰიპერმარკეტ „კარფურის“,  სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი კომპლექს “Castello mare“-ის, სწრაფი კვების რესტორან „მაკდონალდსის“, სწრაფი კვების ობიექტ “საბვესა“   და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუდენტებს  არსებული ვაკანსიები გააცნეს.

ვაკანსიებით დაინტერესულ სტუდენტებს 22 და 23 აპრილს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე: ბათუმი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა #70/72. მობ: (+995 558) 793 585.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა