საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია :«უკრაინა-ევროკავშირი. თანამედროვე ტექნოლოგიები, ბიზნესი და სამართალი »

სურათი

2017 წლის 3-8 აპრილს, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია «Ukraine-EU. Modern Technology, Bussines and Law» გაიმართა სამი ქვეყნის - სლოვაკეთის, უნგრეთისა და ავსტრიის უნივერსიტეტებში. ღონისძიება საგანმანათლებლო-სამეცნიერო თანამშრომლობის საერთაშორისო კონსორციუმის ფარგლებში ჩატარდა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ორგანიზატორი და  აქტიური მონაწილე იყო.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ აკადემიური საზოგადოების, ბიზნეს-სექტორის, სახელმწიფო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები 8 ქვეყნიდან:  სლოვაკეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, ავსტრია, უკრაინა, საქართველო და ნორვეგია.

ბსუ-დან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი ნათელა წიკლაშვილი, ასოც.პროფესორი  ბადრი გეჩბაია, ასოც.პროფესორი ქეთევან გოლეთიანი, ასისტენტი თამილა თურმანიძე, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ნინო კიკნაძე და ნინო მხეიძე.

უცხოეთის ქვეყნების დელეგაციებთან შეხვედრის დროს, დაიგეგმა ერთობლივი პროექტის მომზადება ინკლუზიური განათლების მიმართულებით, ვორქშოპის ჩატარება სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების თემაზე და ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება სხვადასხვა უნივერსიტეტთან.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა