ამერიკის დღეები ბსუ-ში

სურათი

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე ბსუ-ს სხვადასხვა კურსის  სტუდენტებმა მოხსენებები წაიკითხეს თემებზე: ,,ქართულ-ამერიკული ეკონომიკური ურთიერთობები’’, ,,შავი ზღვის ახალი გეოპოლიტიკა’’, ,,ამერიკული ღია სივრცეები აჭარაში’’ და სხვა. კონფერენციას ესწრებოდა  თბილისში ამერიკის საელჩოს პოლიტიკური სექციის წარმომადგენელი ლორა ჰოჩლა, რომელმაც ისაუბრა საქართველო-ამერიკის 25-წლიან ურთიერთობასა და ახალგაზრდებს ამერიკაში თავისი ოჯახის იმიგრაციის გამოცდილება გაუზიარა.

ღონისძიების დასასრულს, ოლიკო ჟღენტის დოკუმენტური ფილმის - „ჯონ სტეინბეკი და რუსული ჟურნალი“ ჩვენება გაიმართა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა