ამერიკის დღეების საზეიმო დახურვა ბსუ-ში

სურათი

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებული კვირეული საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიება საინფორმაციო გამოფენის გახსნით დაიწყო, სადაც წარმოდგენილი იყო აშშ-ს საელჩოს საკონსულო განყოფილება, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ათასწლეულების გამოწვევის კორპორაცია (MCC) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ  კულტურულ, გაცვლით და საგრანტო პროგრამებსა და პროექტებს, რომლებიც საქართველოში აშშ-ს მთავრობის დახმარებით ხორციელდება.

ამერიკის კვირეული   საზეიმო კონცერტით დასრულდა უნივერსიტეტის ბენდის, როკ-ჯგუფის ,,Helomaniakk’’-ის, ჰიპ-ჰოპ  მოცეკვავეთა ჯგუფის ,,Two Step Crew’’-ის  და ლევან ლაღიძის გოგონათა გუნდის მონაწილეობით.

ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებას ამერიკის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ჩარლზ სეტენი, ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში  და რექტორის მოადგილეები - ნათია წიკლაშვილი და თამარ სირაძე  ესწრებოდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა