ტურნირი საპარლამენტო დებატებში

სურათი

29-30 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სტუდენტური საპარლამენტო ფორმატის დებატების ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი ,,ახალგაზრდა ბათუმელთა კავშირის’’ ორგანიზებით და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის კლუბების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და მასში  სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების 40-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.

30 აპრილს  ფინალურ მატჩში გაიმართა, სადაც  გამარჯვება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა - მონიკა მოლაშხიამ და დავით ბალაძემ მოიპოვეს. მეორე ადგილზე ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტი თემურ ზაქარაძე და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ხატია რომანაძე  გავიდნენ.

ფინალურ მატჩზე პალატის სპიკერი (მსაჯთა კოლეგიის ხელმძღვანელი)  ნიკოლოზ მეგრელიშვილი გახლდათ. საპატიო მსაჯის პოზიციაზე მოწვეულნი იყვნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  დავით გაბაიძე ,  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი  ნათია კაპანაძე და მსაჯები  სულხან დუმბაძე, თორნიკე მჟავანაძე, რევაზ ოკუჯავა და დავით ფარტენაძე.

ფინალისტ გუნდებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ, ხოლო პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები პროექტით გათვალისწინებული საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.  ტოპ-მომხსენებლებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

პროექტს „დებატების კულტურის პოპულარიზაცია სტუდენტებში“  ა(ა)იპ „ახალგაზრდა ბათუმელთა კავშირი“ აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა