დღეს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროპის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, პარლამენტის ვიცე-სპიკერი - ილია ნაკაშიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე- ბექა ნაცვლიშვილი სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით ჩატარდა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, სამომავლო პერსპექტივებს და ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ-სოციალურ პროცესებს შეეხო.
უკან |