რზა თალიბოვს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ფილოსოფიის დოქტორს, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორ რზა თალიბოვს  ბსუ-ს საპატიო დოქტორის  წოდება მიანიჭა.

რზა თალიბოვი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მისი სახელმძღვანელო ,,აზიის ქვეყნები საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში,’’ რომელიც ბათუმში აზერბაიჯანის საკონსულოს თაოსნობით ითარგმნა, შეტანილია სასწავლო სილაბუსებში, როგორც ძირითადი სამეცნიერო ლიტერატურა. ის ბსუ-ს ასი სახელმძღვანელო გადასცა საჩუქრად.

2012 წლიდან ბსუ და ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტები მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობენ. 2012 წელს ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ორი საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა. აგრეთვე, აზერბაიჯანელი სტუდენტები ბსუ-ში ორკვირიან საზაფხულო სკოლაში იმყოფებოდნენ.

ის  აქტიურად არის ჩართული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ინიციატივით  გამართულ სხვადასხვა სამეცნიერო თუ კულტურულ ღონისძიებაში.  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბაზაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ „ჰეიდარ ალიევის წიგნადი ფონდი“ დაარსა და საჩუქრად წიგნები გადასცა.

რზა თალიბოვი 1999–2006 წლებში სწავლობდა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტზე (ბაკალავრი, მაგისტრი). 2006–2009 წლებში იყო ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის ასპირანტი და მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 2010 წლიდან იგი მუშაობს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრაზე. მას მინიჭებული აქვს ოქსფორდისა და ანგლო რუსკინის უნივერსიტეტების MBA მაგისტრის ხარისხი. გახლავთ ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების  ასოცირებული პროფესორი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა