მეცნიერთა სამუშაო შეხვედრა მდინარეთა კვლევის საკითხებზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პარიზის, ანკარის, სტამბულის, დანიის უნივერსიტეტის მეცნიერები მდინარეთა ეკონომიკური რესურსებისა და პოტენციალის კვლევის საკითხებზე გაერთიანდნენ. ბსუ-ში გამართულ რიგით მეორე სამუშაო შეხვედრაზე მეცნიერებმა მოხსენებები წარმოადგინეს მდინარეების გონივრული გამოყენების შემთხვევებზე უძველესი წყლის წისქვილიდან თანამედროვე კაშხლების ჩათვლით, ასევე, საირიგაციო სისტემებისა და ურბანული წყალმომარაგების საკითხებზე. ყურადღება გაამახვილეს თევზჭერის როგორც უძველეს, ისე თანამედროვე მეთოდებზე. გაიმართა გამოფენა  ,,ანატოლიის სანაპირო დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის”. სამდღიანი შეხვედრის ფარგლებში მოეწყობა საველე გასვლები ფაზის/რიონის ხეობაში.

მეცნიერთა სამუშაო შეხვედრა პროექტის ,,ანატოლიის მდინარეები აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის: კავშირები და საზღვრები ადამიანთა ურთიერთობის გეოგრაფიული, ეკონომიკური და კულტურული პერსპექტივები“ ფარგლებში განხორციელდა. 2016 წელს სამუშაო შეხვედრა გაიმართა ბილკენტის (ანკარა) უნივერსიტეტში, სადაც მეცნიერებმა განიხილეს ანატოლიის რეგიონის მდინარეთა გეოგრაფიული ფუნქცია სხვადასხვა ისტორიულ კონტექსტში. მესამე შეხვედრა გაიმართება 2017 წელს ანატოლიის კვლევის ფრანგულ ინსტიტუტში (სტამბული) თემაზე ,,მდინარეთა კულტურული ასპექტების კვლევა“, რაც მოიცავს მითოლოგიის, რელიგიისა და ჰიდროლოგიის  კულტურათა შორის ურთიერთობების საკითხებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა