სტუდენტური სპექტაკლის „იასამანი’’ პრემიერა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თეატრის ახალი სპექტაკლის ,,იასამანი’’ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლში ბსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ლაშა თაბუკაშვილის პიესა „მერე რა რომ სველია, სველი იასამანი“ 90-იანი წლების საქართველოს ასახავს. უცხოპლანეტელი ნია “პარალელური საქართველოდან” ცდილობს, გადაარჩინოს ცხოვრებაზე ხელაღებული ნარკომანები, დაეხმაროს მათ, რათა ისევ დატკბნენ სიცოცხლით, ისევ დააფასონ ყოველი წუთი, რომელიც მათ განგებამ აჩუქა.

სპექტაკლი რეჟისორებმა როინ დვალმა და გიორგი ფირცხალაშვილმა დადგეს და მასში მონაწილეობდნენ სტუდენტები: თორნიკე ტარიელაძე, ბაქარ ჭეიშვილი, გიორგი კიკნაძე, ლევან გორგილაძე, თორნიკე დუმბაძე,მიხეილ ჯინჭარაძე, მარიამ ქიქავა, თამუნა მადოიშვილი და თაკო შოთაძე. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა