საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა გაიმართა. სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს და საზოგადოების წარმომადგენლებს პრეზიდენტის არჩევის წესი, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები და სხვა აქტუალური საკითხები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააცნო. სახელმწიფო კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტის დეტალურ განხილვას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები დაესწრნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა 5 მაისს დაიწყო და 15 მაისს დასრულდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა