იმიტირებული გამოცდა აბიტურიენტებისათვის ზოგად უნარებში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტის ,,უნივერსიტეტის ფართო საზოგადოებისთვის’’ ფარგლებში აბიტურიენტებისათვის ზოგადი უნარების იმიტირებულ გამოცდებს მართავს .

ერთიანი ეროვნული გამოცდების იმიტირებული ტესტირება  ბსუ-ს საგამოცდო ცენტრში  მიმდინარეობს და აჭარის რეგიონის 400-მდე აბიტურიენტი მონაწილეობს. ტესტირების მიზანი აბიტურიენტების ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მომზადება  წარმოადგენს. გამოცდები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული „არაფორმალური განათლების ცენტრის’’ ორგანიზებით 8 მაისს დაიწყო და 12 მაისამდე გაგრძელდება.

პროექტის ,, უნივერსიტეტს ფართო საზოგადოებისათვის ‘’ფარგლებში ბსუ-ს ფილოსოფიის სხვადასხვა კურსის სტუდენტი 50-მდე აბიტურიენტს ზოგად უნარებში  წლის განვავლობაში უფასოდ ამზადებს.

„არაფორმალური განათლების ცენტრი ’’ბსუ-ს ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე 2015 წელს შეიქმნა და მისი მიზანი უნივერსიტეტის როლის გაზრდა  საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საზოგადოების დაახლოებაა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა