განათლების სახლის მოსწავლეები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ. შეხვდნენ სხვადასხვა მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და ლაბორატორიები, მოისმინეს დეტალური ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. შეხვედრის დასასრულს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: ,,პროფორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“. განათლების სახლთან თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება.
უკან |