დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus+ საქართველოს ოფისის ინიციატივით, სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ერაზმუსის სამაგისტრო და გაცვლითი პროგრამების შესახებ. სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ Erasmus+ საქართველოს ოფისის წარმომადგენლების- ნინო ურუშაძისა და თათა ლორთქიფანიძისაგან დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის (Joint program) პირობებზე, კონკურსში მონაწილეობის წესებზე, ვადებსა და დაფინანსებაზე. ერაზმუსის სამაგისტრო პროგრამებში (Degree Mobility) მონაწილეობის უფლება აქვთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე სტუდენტებს. ერთობლივი პროგრამა გულისხმობს რომ ის რამოდენიმე ევროპული უნივერსიტეტისგან შემდგარი კონსორციუმის მიერ არის შემუშავებული და სტუდენტი სასწავლო პროცესს ორ ან მეტ უნივერსიტეტში ახორციელებს. სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ერთობლივი ან მრავლობითი აკადემიური ხარისხი.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ერაზმუსის სხვა გაცვლით პროგრამები და ბსუ-ს Erasmus+ კოორდინატორთან ნანა ყურშუბაძესთან ერთად, უკვე განხორციელებული მობილობის მონიტორინგი შედგა.
პრეზენტაციაუკან |