მოვუსმინოთ ბავშვს - მეცნიერულ მიგნებებზე დამყარებული თანამედროვე მიდგომები

სურათი

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგმა, ბავშვთა დაცვის ექსპერტმა ეკატერინე თავართქილაძემ ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „მოვუსმინოთ ბავშვს - მეცნიერულ მიგნებებზე დამყარებული თანამედროვე მიდგომები“. ექსპერტ-კონსულტანტმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და დარგის სპეციალისტებს ბავშვთა უფლებების დაცვის საშუალებები,  მეცნიერულ მიგნებებზე დამყარებული თანამედროვე მიდგომები და სხვა აქტუალური პრობლემები გააცნო.

საჯარო ლექცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში ჩატარდა და ბავშვთა დახმარების ხაზის (ჰეპლაინის) საერთაშორისო დღეს - 17 მაისს ეძღვნებოდა. საქართველოში მოქმედებს ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111, რომელიც ემსახურება ბავშვებს, ახალგაზრდებს, მშობლებს, პროფესიონალებს და ნებისმერ ადამიანს, რომლებსაც ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე სურთ საუბარი. პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline International.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა