ტრენინგი „როგორ მოვახდინოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილება გასაუბრებაზე?“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის კომპანია ჯეოსელმა მასტერკლასი ჩაატარა თემაზე: „როგორ მოვახდინოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილება გასაუბრებაზე?“. შეხვედრა კომპანია ჯეოსელის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა გამართეს. მასტერკლასზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: რატომ არის მნიშვნელოვანი გასაუბრება? როგორ უნდა მოვემზადოთ გასაუბრებისთვის? რა მნიშვნელოვანი დეტალებია გასათვალისწინებელი და რას უნდა მიექცეს ყურადღება გასაუბრების დროს? ჯეოსელის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა სტუდენტებს თანამედროვე სტანდარტები და რეზიუმესა და CV-ს წერის დროს გასათვალისწინებელი საკითხები გააცნეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა