ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა - InPort-ის წარდგინება

სურათი

ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა - InPort-ის წარდგინება გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ანაზღაურებადი ხუთთვიანი სტაჟირება გაიარონ ფოთის საზღვაო ნავსადგურში. პროექტის მიზანია ფუნქციური ცოდნის, სწორი მიდგომების, სიახლეების ათვისების უნარისა და პოტენციალის მქონე ტალანტების მოზიდვა და განვითარება. ინტენსიური და მრავალმხრივი განვითარების პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს, დისკუსიებს, გუნდურ სამუშაოებს და სამუშაო ადგილზე სწავლებას ფოთის საზღვაო ნავსადგურში.

პროგრამის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან კონკურენტული სარგებლისა და ანაზღაურების პაკეტით:
 ყოველთვიური სტიპენდია - 500 ლარი (დარიცხული)
 ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევების დაზღვევა
 ნავსადგურის სასადილოს ვაუჩერი
 საცხოვრებელი საჭიროების შემთხვევაში
 განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 29 მაისი

ტალანტის მოზიდვისა და განვითარების პროგრამა შედგება ორი - 8-კვირიანი თეორიული და 12-კვირიანი პრაქტიკული მოდულისაგან და მიზნად ისახავს, დაეხმაროს მონაწილეებს მენეჯერული (ლოჯისტიკა/ოპერაციების მართვა, ოპერაციების დაგეგმვა, ადამიანური რესურსები, კომერციული/მარკეტინგი, ფინანსური, შესყიდვების მართვა) და ტექნიკურ-პროფესიული (საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული ინჟინერია, ავტომატიზაცია, ტექნიკური პროექტების/პროცესების მართვა) მიმართულებებით წარმატებული კარიერისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში.

პროგრამაში მონაწილეს უნდა ჰქონდეს შემდეგი აუცილებელი კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:
- ტექნიკური ან ბიზნესის მართვის მიმართულების კურსდამთავრებული (ძირითადი მიზნობრივი სეგმენტი) განვითარებაზე ორიენტირება, ცნობისმოყვარეობა, სწრაფი ათვისების უნარი და ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლობის გრძნობა და ქმედებებზე ორიენტირება, წინდახედულობა და ნერგიულობა
- მოტივირებულობა და სიახლეებისადმი გახსნილობა,
კონკურენტულ სამუშაო კულტურასთან მაქსიმალური თანხვედრა - კრიტიკული აზროვნება, მიზანდასახულობა, ღია კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა
- შესაბამისი ტექნიკური / პროფესიული ცოდნა, მათ შორის ანალიტიკური უნარ-ჩვევები
- ინგლისური ენის ცოდნა
- სამუშაო კომპიუტერული უნარები

პროგრამაში ჩაერთვებიან კანდიდატები, რომელიც წარმატებით გაივლიან შემდეგ შერჩევის საფეხურებს:
1. სააპლიკაციო ფორმებისა და სამოტივაციო წერილის შეფასება ზემოთმოცემული კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მიხედვით
2. შერჩეული კანდიდატების ტესტირება - ფსიქოლოგიური და ლოგიკური აზროვნების ინდექსები, ინგლისური ენის ტესტი
3. ჯგუფური გასაუბრება
4. ინდივიდუალური გასაუბრება

პროგრამის ჩატარების ადგილი - ფოთი
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა