მასშტაბური პროექტი „ გადაწერე ვეფხისტყაოსანი ‘’ ბსუ-ში გაიმართა

სურათი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. 21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ შექმნაში მონაწილეობა ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, რექტორის მოადგილეებმა, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მიიღეს. პოემის ერთი სტროფის გადაწერა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ უპრეცედენტოდ სახალხო და მასშტაბურია - მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნის „ვეფხისტყაოსანის“ გადაწერა 15 მაისს ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე დაიწყო და დედაქალაქსა და რეგიონებში გაგრძელდა. „ვეფხისტყაოსნის“ სტროფების გადაწერაში მონაწილეობა უკვე მიიღეს თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომლებმა, გორის, მცხეთის, ქუთაისის, ზუგდიდის, ოზურგეთის მოსახლეობამ. ხელნაკეთი წიგნი საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 26 მაისის ჩათვლით „იმოგზაურებს“.

პოემის გადაწერა საზეიმოდ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა