„რელიგიის თავისუფლება საქართველოში“

სურათი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა გიორგი ნონიაშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია - „რელიგიის თავისუფლება საქართველოში“ წაიკითხა. მკვლევარმა ახალგაზრდებს უახლოს წარსულში განვითარებული პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესები გააცნო და  რელიგიის თავისუფლებაზე ისაუბრა. მსმენელებს ასევე წარუდგინა რელიგიური ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხები, რელიგიური შეუწყნარებლობის და დაპირისპირებების მაგალითები, საქართველოს კონსტიტუციურ გარანტიები და საერთაშორისო სტანდარტები  რელიგიის თავისუფლების შესახებ.

საჯარო ლექცია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით და ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით პროექტის „დისკრიმინაციის საკითხების კვლევა და ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა უნივერსიტეტებში“ ფარგლებში გაიმართა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა