სტუდენტური დღეების „აჭარა 2017’’ გრანპრის მფლობელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტურ დღეებში „აჭარა 2017“ გამარჯვება მოიპოვა. შეჯიბრებაში აჭარის ხუთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობდა. გუნდებმა მაყურებელს მუსიკალური, ორიგინალური ნომრები და სილამაზის კონკურსი ,,მის უნივერსიტეტი’’ წარუდგინეს. კომპეტენტურმა ჟიურიმ საზაფხულო თეატრში გამართულ დასკვნით კონცერტზე სხვადასხვა ნომინაციას შორის პირველობა ბსუ-ს სტუდენტებს მიაკუთვნა. ახალგაზრდებმა წარმატებას ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთსა და ინტელექტუალურ თამაშებში ,,რა? სად ?როდის?’’ მიაღწიეს. საუკეთესო ორიგინალურ ნომინაციაში გაიმარჯვა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა თემურ კახიძემ.

სტუდენტური დღეები „აჭარა 2017“  აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა და მასში ბათუმის შოთა  რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, გრიგოლ  რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი მონაწილეობდა. უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს დამსახურებულ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა