საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღინიშნა

სურათი

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორდღიანი ღონისძიებების ციკლით საზეიმოდ აღინიშნა. 25 მაისს ბსუ-ს პირველი კორპუსის ფოიეში 26 მაისისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლის ჩვენება შედგა და ამ ისტორიული მოვლენების ამსახველი ფოტომასალის გამოფენა გაიხსნა. ინტელექტუალური თამაშის „ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის - 1918 წლის 26 მაისი და მისი ალტერნატიული ისტორია“ დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის ეზოში შეკრება ჩატარდა. სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების იმიტაცია გაიმართა, საქართველოს ჰიმნი აჟღერდა, დროშა აღიმართა და ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. 26 მაისს ბსუ-ში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პროფესორ-მასწავლებელთა დისკუსია შედგა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების ისტორიულ-სამართლებრივ ასპექტებზე. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა