ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტს ,,წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისთვის“. უნივერსიტეტის ჰოლში გამართულ ღონისძიებაზე ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ემიგრანტებს წიგნები უსახსოვრეს. კამპანიის იდეა გაჩნდა საიას მიგრაციის პროექტის ფარგლებში ემიგრანტებთან გამართული შეხვედრების შედეგად, როცა ემიგრანტებმა ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან - პოლონეთი, თურქეთი, საბერძნეთი, უკრაინა, იტალია საურთიერთობო სივრცის შექმნის მიზნით, ბიბლიოთეკის შექმნის სურვილი გამოთქვეს.
უკან |