დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შვეიცარიელმა ნეირორეაბიტოლოგმა, პროფესორმა ბარბარა ჟანიმ საჯარო ლექცია გამართა თემაზე: „აჭარის რეგიონში ნეირორეაბილიტაციის სერვისების განვითარების ხელშეწყობა“. პროფესორმა ნევროლოგიურ დაავადებათა გამომწვევ მიზეზებზე, სტატისტიკასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაციის სერვისების განვითარებაზე გააკეთა აქცენტი. ბარბარა ჟანიმ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა და მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებთან ერთად თანამედროვე კვლევების შედეგები გააცნო.
პროფესორ ბარბარა ჟანის საჯარო ლექცითა ციკლი ბსუ-ში აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და 7 ივნისს დასრულდება. შემდეგი მოხსენებები მიეძღვნება თემებს: ,,ნეირორეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომები ცენტრალური ნერვული სისტემის პოსტინსულტური დაზიანების დროს'' და ,,პოსტტრავმული ნეირორებილიტაცია''.
უკან |