ავტორიზაციის სტანდარტი - 2017

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ემზადება ავტორიზაციისთვის, რომელშიც მნიშვნელოვანია თოთოეული თქვენგანის ჩართულობა.
 
ავტორიზაციის სტანდარტების მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა.
 
სტანდარტები შეესაბამება საქართველოს უმაღლესი განათლების მიზნებისა და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნებს. ავტორიზაცია ითვალისწინებს დაწესებულების სრულფასოვან შეფასებას, კერძოდ:
 
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის:
 
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას; 
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურას და მართვას; 
გ) საგანმანათლებლო პროგრამებს; 
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს; 
ე) სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს; 
ვ) კვლევას, განვითარებას ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობას; 
ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.
 
გთხოვთ, გაეცანით დოკუმენტს და გახდით უნივერსიტეტის განვითარების პროცესების მონაწილე!
 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა