გონიო-აფსაროსის ციხეში უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება გაიმართა

სურათი

გონიო-აფსაროსის ციხეში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება მოეწყო. ახალგაზრდებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრება რექტორის მოადგილეებმა ირაკლი ბარამიძემ და ნათია წიკლაშვილმა, ადმინიტრაციის ხელმძღვანელმა ედიშერ ჩავლეიშვილმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი მასალკინმა, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლადო მგალობლიშვილმა, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დავით მიქელაძემ და საზოგადოების წარმომადგენლებმა მიულოცეს. მანტიებში გამოწყობილ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის დიპლომები, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. საზეიმო გაცილების ცერემონია ჯგუფ ,,სიურპრიზის” კონცერტითა და ფოიერვერკის გაშვებით დასრულდა. უნივერსიტეტი 2012-2013 სასწავლო წელს 1000-მდე სტუდენტმა დაამთავრა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა