განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართა

სურათი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შეხვდა. ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრაზე უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები, ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და მათი დანერგვის გზები წარმოადგინეს. ავტორიზაციის განახლებული მექანიზმების დანერგვამდე შერჩეულ სამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში (სეუ) ავტორიზაციის საპილოტე პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა