VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებით VI  საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“გაიხსნა. კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნიდან 100–ზე მეტი მოხსენებაა წარმოდგენილი. ორდღიან საერთაშორისო ფორუმში საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების, გერმანიის,   ნორვეგიის, უკრაინის, ბელორუსიის, თურქეთის,  აზერბაიჯანის,  ლიტვის, ყირგიზეთის  პროფესორები და ტურიზმის დარგის სპეციალისტები, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კონფერენცია მუშაობას მაჭახელას ხეობაში გააგრძელებს. მონაწილეები გაეცნობიან  ახალ ტურისტულ პროდუქტებს,  გაიმართება დისკუსია.  მთავარი აქცენტი გაკეთდება სოფლად ტურიზმის განვითარებაზე. ფორუმის მიზანია   ტურიზმის განვითარების პრობლემების გადაწყვეტისათვის მეცნიერების, სპეციალისტების, ბიზნესმენთა  ერთობლივი ძალისხმევა დამაჭახელას ხეობის ტურიზმის პოტენციალის პოპულარიზაცია.

კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული  მიმართულებებია:

  • ტურიზმის განვითარების ხედვა და სტრატეგია
  • ტურიზმის  ინდუსტრია  და ბიზნესგარემო  
  • სოფლად ტურიზმი და მდგრადი ბიზნესი
  • კრეატიული მასპინძლობის  მენეჯმენტი  
  • განათლება, ინოვაციები  და  ტექნოლოგიები ტურიზმში   

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა