ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა თემაზე: „ჩვენი სულიერების ბალავარი“. ფორუმში მონაწილეობენ საქართველოსა (ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, გორი) და უცხოეთის (პოლონეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, სომხეთი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლები.
ორდღიან სამეცნიერო ფორუმზე წარმოდგენილი იქნება 60-ზე მეტი მოხსენება. კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ ეროვნული ცნობიერების, პოლიტიკის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ფილოლოგიის, ფოლკლორის, ტოპონიმიკის, ტურიზმის, ეკონომიკის და სხვა სამეცნიერო დარგის აქტუალურ საკითხებსა და პრობლემებზე რელიგიური ასპექტების გათვალისწინებით.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და ქრისტიანული კულტურის კვლევის ცენტრის ორგანიზებით ტარდება.
უკან |