ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს ირჩევენ. კენჭისყრა ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე დაიწყო და ხუთი დღის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 6500-მდე სტუდენტი 95-წევრიან სტუდენტთა წარმომადგენლობით ორგანოს 2 წლის ვადით აირჩევს. სტუდენტურ თვითმმართველობაში მოსახვედრად განათლების ფაკულტეტის 6 სტუდენტი იბრძოლებს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის - 10, იურიდიული ფაკულტეტის - 5, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის - 17, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის - 12, ტექნოლოგიურ ფაკულტეტის - 13, ტურიზმის ფაკულტეტის - 4, ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის - 10 და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის - 24. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ფარული კენჭისყრით იმართება.
უკან |