დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრმა (GCSD) პრეზენტაცია და დისკუსია გამართა თემაზე - ‘‘შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე’’.
შეხვედრის მიზანი იყო სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ინფორმირება და დისკუსიების ორგანიზება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს სტუდენტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა.
უკან |