ცნობილი ქართველოლოგი იოსტ გიპერტი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია

სურათი

აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ცნობილ ქართველოლოგს, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის სენატის წევრს, ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ იოსტ გიპერტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. გერმანელი მეცნიერის ხელშეწყობით, 2011 წელს დაარსდა ბსუ-ს, ფრანკფურტის ლინგვისტური წრისა და ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტის ერთობლივი ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლა ,,კორპუსის ლინგვისტიკა და ქართველოლოგიის პრობლემები“. მკვლევარმა ქართველ მეცნიერებთან ერთად განახორციელა 7 უმნიშვნელოვანესი პროექტი ქართველოლოგიასა და კავკასიოლოგიაში. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა მდიდარი ქართველოლოგიური და კავკასიოლოგიური ელექტრონული რესურსების ბაზა „არმაზი“, ჩამოყალიბდა ძველი და საშუალი ქართული ენის გამოქვეყნებული ძეგლების ელექტრონული ბანკი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა