უნივერსიტეტში „წიგნის ბუდე“ მოეწყო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში    „წიგნის ბუდე“ გახსნა. სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ ორიგინალური სათავსოდან წიგნი აიღონ, წაიკითხონ და უკან დააბრუნონ, ან წაღებული წიგნის  ნაცვლად ახალი  დატოვონ. პროექტი მიზნად ისახავს წიგნის კითხვის პოპულარიზაციას. ბსუ სოციალურ კამპანიაში ,,ეკვილიბრიუმი“ რამდენიმე თვის წინ ჩაერთო და სოციალური ქსელით დაწყებული აქციის ,,გაიღე წიგნი“ ეგიდით, შუახევის რაიონის სოფელ ჭვანის ბიბლიოთეკას 400-მდე წიგნი გადასცა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა