ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ახლადარჩეულმა 95-წევრიანმა სტუდენტურმა თვითმართველობამ მხარი დაუჭირა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტ ზურაბ პაპუნიძეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 76-მა წევრმა მიიღო, მათგან საარჩევნო კომისიამ 7 ბიულეტენი ბათილად სცნო. სტუდენტურმა თვითმმართველობამ პრეზიდენტი ორი წლის ვადით აირჩია.
უკან |