თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა განათლების საერთაშორისო ცენტრს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, კავკასიის უნივერსიტეტს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს შორის. ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ქვეყნის აკადემიური სივრცისთვის საჭირო აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის მომზადებასა და საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს განათლების საერთაშორისო ცენტრის „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროგრამების, პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას. მხარეები  ითანამშრომლებენ ცენტრის ამავე პროგრამის ეგიდით დაგეგმილი პროგრამებისა თუ პროექტების კონკურსისთვის საჭირო შეფასების სისტემების, მეთოდების შესამუშავებლად და ხელს შეუწყობენ ცენტრის კურსდამთავრებულთა ინტეგრირებას უნივერსიტეტის საქმიანობაში.

„საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამა“ ითვალისწინებს უმაღლესი განათლების ინსტიტუციური და აკადემიური განვითარების ხელშეწყობას, საქართველოს უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე არსებული აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადებას, კურსდამთავრებულთა პროგრამებში უნივერსიტეტების ჩართვას, კურსდამთავრებულთა საუნივერსიტეტო სივრცეში ინტეგრირებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა