გამარჯვება სამმა სამეცნიერო პროექტმა მოიპოვა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შესარჩევ კონკურსში გამარჯვება სამმა სამეცნიერო პროექტმა მოიპოვა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებით სოციალური მეცნიერებების მიმართულებით პროფესორ მურმან გორგოშაძის ხელმძღვანელობით პროექტი „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საჯარო ინფორმირებისთვის სახელმწიფო ენის გამოყენების პრაქტიკის კვლევა” განხორციელდება, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით ისტორიის დოქტორ ნუგზარ ზოსიძის ხელმძღვანელობით პროექტი  „ბათუმი 1917-1920 წლებში (პ. მასლოვის მოგონებების მიხედვით)“, ხოლო ინტერდისციპლინური კვლევების მიმართულებით ასოცირებულ პროფესორ მაია ვანიძის ხელმძღვანელობით - „აჭარაში ინტროდუცირებული და ზოგიერთი ენდემური მცენარეების ნაყოფის გადამუშავების დროს ბიოაქტიური ნაერთების ცვლილებები“. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა