საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ხალვაშს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო-სამეცნიერო პროექტებს, საგანმანათლებლო პროგრამებსა და მატერიალურ ბაზას გაეცნო. საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, პრეზიდენტის ფონდი ბსუ-ს ათ საუკეთესო სტუდენტს სახელობით სტიპენდიას დაუნიშნავს.
უკან |