ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო მონაცემთა ბაზების საინფორმაციო დღე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ბსუ-ს ეწვია EBSCO- ს გაყიდვების მენეჯერი ირინა კრესიაკოვა. სტუმარმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარებისა და აკადემიური პერსონალისათვის სემინარი გამართა თემაზე: "EBSCO-ს საძიებო სისტემის შესაძლებლობები და აკადემიური ელექტრონული ბაზები".
სემინარის პირველი ნაწილი დაეთმო საერთაშორისო ელექტრონულ მონაცემთა ბაზების შექმნის ისტორიას, მის მნიშვნელობას კვლევებისა და სწავლების ინტერნაციონალიზაციისა და ხარისხისთვის. განიხილეს EBSCO-ს მონაცემთა ბაზების შესაძლებლობები.
შეხვედრის მეორე ნაწილში ირინა კრესიაკოვამ დამსწრე საზოგადოებას მონაცემთა ბაზების ძებნის ინსტრუმენტები სრული ტექსტებით, ვიდეო და აუდიო ლიტერატურით სარგებლობის შესაძლებლობები გააცნო. საინფორმაციო სემინარი პროფესორებისათვის ბსუ-ს ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |