უნივერსიტეტმა ჟურნალისტიკის რესურსცენტრისა და რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა

სურათი

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) და ცესკოს სწავლების ცენტრის ერთობლივი პროექტის ,,გაიზიარე ქალთა მონაწილეობა არჩევნებში“ ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა. პროექტის ორგანიზატორები რეგიონული უნივერსიტეტების კოორდინატორებთან და სტუდენტებთან ერთად, ბსუ-ს რექტორს მერაბ ხალვაშს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები გააცნეს. ჟურნალისტიკის რესურსცენტრი და ,ცესკოს სწავლების ცენტრი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებთან ერთად, მორიგ პროექტს ,,სტუდენტები არჩევნებისთვის“ იწყებს. პროექტის მიზანია ქალთა ჩართულობის ზრდა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების პროცესში, ახალგაზრდა ამომრჩევლის ინფორმირებულობის დონისა და სოციალური კამპანიის - ,,გაიზიარე ქალთა მონაწილეობა არჩევნებში” წარმოება.

პროექტი ,,გაიზიარე ქალთა მონაწილეობა არჩევნებში” მოიცავს:

-რეგიონულ უნივერისტეტებთან თანამშრომლობასა და სტუდენტთა ჩართულობას

-არჩევნებში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე ღია დისკუსიის პლატფრომის შექმნას

-არჩევნებში ქალთა მონაწილეობის თემაზე ტრენინგის ორგანიზებას 6 რეგიონული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

პროექტის განხორციელება განაპირობა ცესკოს მიერ წარმოებულმა მონიტორინგმა და ანგარიშმა არჩევნებში ქალთა მონაწილეობის მიმართულებით, სადაც გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, კერძოდ: რაოდენობა საარჩევნო სიებში, ქალთა ჩართულობა საარჩვენო პროცესში, არჩევნების დღეს ქალთა საკითხების ასახვა წიანსაარჩვენო პროგრამებში.

ცალკე პრობლემას წარმოადგენს ახალგაზრდების, მათ შორის ქალი ახალგაზრდების ჩართულობა და აქტიურობა საარჩვენო პროცესში, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის.

ახალგაზრდების ინდიფერენტულობა და არჩევნებში მონაწილებაზე უარი, რაც გარკვეულწილად უკავშირდება განათლების პრობლემასაც. ქალი ახალგაზრდების ნაკლებჩართულობას უმეტესწილად მათი ნაკლებინფორმირებულობა განაპირობებს, რაც ასაზრდოებს საარჩვენო პროცესისადმი ზოგად ნიჰილიზმს და ნდობის დეფიციტს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან". გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში უკვე განხორცილდა რამდენიმე პროექტი:

- ,,საარჩევნო სისტემების რეფორმისა და სწავლების ცენტრთან“ პროექტი ,,გაიზიარე არჩევნები -ინფორმირებული ახალგაზრდა-აქტიური ამომრჩეველი“, რომლის გამარჯვებული ბსუ გახდა

- სემინარი ბულაჩაურში სატყეო სექტორის მიმართულებით

- “რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან” ადგილობრივი ტელევიზიების რეიტინგების კვლევა

- USAID/REAP-ის მიმდინარე პროექტი ,,მე აგროჟურნალისტი“


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა