პირველკურსელთა რეგისტრაცია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველა პირველკურსელს ულოცავს სტუდენტობას, წარმატებულ, საინტერესო და ნაყოფიერ სტუდენტურ ცხოვრებას უსურვებს!

ბსუ-ში პირველკურსელთა აკადემიური და ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაცია იწარმოებს 30 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე შემდეგ მისამართებზე:

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე: ბიოლოგია, ეკოლოგია, გეოგრაფია, ქიმია, ზღვის ბიოლოგია, ფარმაცია, ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია, მედიცინა, სტომატოლოგია  (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, II კორპუსი,  ოთახი №310);

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე: ქართული ფილოლოგია, ისტორია, ინგლისური ფილოლოგია, გერმანული ფილოლოგია, ფრანგული ფილოლოგია, რუსული ფილოლოგია, თურქული ფილოლოგია, თარგმანმცოდნეობა, ფილოსოფია, თურქეთისმცოდნეობა (მისამართი: ქ. ბათუმი,  ნინოშვილის ქ. №35, II კორპუსი, ოთახი №224);

ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე: მათემატიკა, ფინანსური მათემატიკა, ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, გამოყენებითი ფიზიკა (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №213);

განათლების ფაკულტეტზე: დაწყებითი განათლება   (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, II კორპუსი, ოთახი №117);

იურიდიული ფაკულტეტზე: სამართალმცოდნეობა (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №513);

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე: ფინანსები, მენეჯმენტი,  ეკონომიკა, საბუღალტრო და საგადასახადო საქმე, მარკეტინგი (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №407);

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე:  ევროპისმცოდნეობა, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №507);

ტურიზმის ფაკულტეტზე: ტურიზმი (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №121);

ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე: მშენებლობა, ტელეკომუნიკაცია, ტრანსპორტი, სამთო და გეო-ინჟინერია, არქიტექტურა, აგრონომია, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, აგროინჟინერია   (მისამართი: ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №12, ოთახი №103);

რეგისტრაციისათვის აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);
ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი მოწმობის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) ფოტოსურათი 3 ცალი (3x4), ასევე სურათის ელექტრონული ვერსია (СD დისკი);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხევაში).

ვ) აბიტურიენტთა საგამოცდო ბარათი ;

ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის დაწყებამდე სწავლის უფლების მქონე პირი ვალდებულია გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია - გადაიხადოს პირველი სემესტრის სწავლის საფასური  (შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა - 2017 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით).

სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს შემდეგ რეკვიზიტებზე:
მიმღების ბანკი  - სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი - TRESGE 22;
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289 - (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  სწავლის საფასური);
დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: სტუდენტის სახელი გვარი, პირადი ნომერი, ფაკულტეტი, სპეციალობა, კურსი;


იმისათვის, რომ გადახდილი სწავლის/კრედიტების საფასური ავტომატურად აისახოს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბანკში საბილინგო სისტემა. გადახდა ასევე შესაძლებელია სწრაფი ჩარიცხვის აპარატებისა და ელექტრონული გადახდების სისტემებიდან.

უნივერსიტეტში მოქმედ სამართლებრივ რეგულაციებზე, სწავლის საფასურის გადახდის წესზე, საერთაშორისო ურთიერთობებსა და გაცვლით პროგრამებზე, სოციალურ პროექტებსა და სტიპენდიებზე,  შემოქმედებით და სპორტულ წრეებზე ინფორმაციას მიიღებთ სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრში. 

მისამართი: II კორპუსი,  1-ლი სართული,  ნინოშვილის ქ. 35 (ტურიზმის ფაკულტეტის ფოიე)

სასწავლო პროცესი განახლდება 25 სექტემბერს ! 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა