დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ,,ბათუმობა 2017’’-ის დღესასწაულში მიიღო მონაწილეობა. უნივერსიტეტი ბათუმელებისა და ტურისტების წინაშე ფაბ ლაბ ბსუ-ში დამზადებული ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრებით წარსდგა. დამთვალიერებელთა განსაკუთრებული მოწონება ბათუმის ღირსშესანიშნაობების მაკეტებმა დაიმსახურა.
ვიზიტორებს გამოფენაზე საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კონსტრუქციების აწყობასა და ხელნაკეთი ნივთების მოხატვაში.
უკან |