საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ევროკავშირის სამართალი და ევროპული ინტეგრაცია“

სურათი

დღეს,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა სახელწოდებით - „ევროკავშირის სამართალი და ევროპული ინტეგრაცია“.

საზაფხულო სკოლის მიზანია , აჭარის რეგიონი იქცეს ევროკავშირის სამართლის სწავლების ტრადიციულ ცენტრად, სადაც თავს მოიყრიან, როგორც ევროკავშირის სამართლის სპეციალისტები და მკვლევარები, ასევე სტუდენტები.

ერთი კვირის განმავლობაში ქართველ და უცხოელ სტუდენტებს საშუალება ექნებათ იმსჯელონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: „უმცირესობათა უფლებების დაცვის ჩარჩო ევროკავშირის სამართალში“, „ინტერპრეტაცია შიდა ბაზარზე და უმცირესობათა უფლებები ევროკავშირში“, „ფუნდამენტური უფლებების ევროკავშირის ქარტია“, „ტრანსნაციონალური პოლიტიკური ნიშნები ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში“, „ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტია და შიდა კონსტიტუცია“ და ა.შ.

ტრადიციულ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას იღებს 6  ქვეყნის 25 წარმომადგენელი (19 უცხოელი და 6 ქართველი სტუდენტი, მათ შორის  4- ბათუმის უნივერსიტეტიდან), მათ შორის  აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ესტონეთი, თურქეთი და რუმინეთი.

საზაფხულო სკოლას ადგილობრივ პროფესორებთან ერთად გაუძღვებიან ავსტრიიდან,  ლიტვიდან და უკრაინიდან მოწვეული პროფესორები. საზაფხულო სკოლა აჭარის განათლების, კულტურისა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ტარდება. ასევე ევროკავშირის ჟან მონეს გრანტის პროექტის  ფარგლებში შექმნილი ქსელი „ევროპისმცოდნეობის განვითარება კავკასიაში.“


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა