ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი

29 სექტემბერი, 14:00 საათი

ბათუმის ბულვარი, ნინოშვილის N32,  (უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია)

29 სექტემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით ,,ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი“ გაიმართება. სამეცნიერო პიკნიკი ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017"-ის ფარგლებში ჩატარდება.

ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი 20 კარავი დაეთმობა უნივერსიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სასწავლო დაწესებულებებს. წარმოდგენილი ორგანიზაციები საინტერესო ექსპერიმენტებს ჩაატარებენ და ინტერაქციულ გამოფენებს წარმოადგენენ. (იხილეთ ფესტივალის სრული პროგრამა)

სამეცნიერო ფესტივალის მიზანია სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია, ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა, ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, მკვლევართა მოტივაციის ზრდა, ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.

,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით პირველად 2015 წელს აღინიშნა, რითაც საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან ტრადიციას. ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით 2017 წლის 24 სექტემბერს დაიწყო და 8 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დასწრება თავისუფალია.

  პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა