აკადემიკოსებს მარიამ ლორთქიფანიძეს და ოთარ ჯაფარიძეს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ

სურათი

აკადემიკოსებს მარიამ ლორთქიფანიძეს და ოთარ ჯაფარიძეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ და უნივერსიტეტის საპატიო ჯილდო – შოთა რუსთაველის სახელობის მედალი გადაეცათ. აკადემიკოს  მარიამ ლორთქიფანიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საისტორიო მეცნიერების განვითარებასა და  ახალგაზრდა თაობების აღზრდაში, ხოლო აკადემიკოს ოთარ ჯაფარიძეს ისტორიული მეცნიერების განვითარების, საქართველოს ძველი ისტორიისა და არქეოლოგიის უმნიშვნელოვანესი პრობლემების შესწავლის საქმეში. 

აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურება ქართული ისტორიული მეცნიერების განვითარებას, იკვლევს საქართველოს ისტორიისათვის უმნიშვნელოვანეს პრობლემებს. მის კალამს ეკუთვნის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და მრავალი მონოგრაფია, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ და უცხოურ ენებზე. მისი კვლევები საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში უმნიშვნელოვანეს გამოკვლევათა რიგს მიეკუთვნება.

მისი თაოსნობით თსუ-ს საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.

უკვე მრავალი ათეული წელია იგი ღირსეულად წარმოაჩენს ქართულ ისტორიულ სკოლას, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის ფუნდამენტური გამოკვლევები ფართოდაა ცნობილი სპეციალისტებისათვის. დიდია ღვაწლი ქართული საისტორიო წყაროების გამოკვლევასა და პოპულარიზაციაში, განსაკუთრებით, "ქართლის ცხოვრების" შესწავლასა და მის უცხო ენაზე გამოცემაში.
 
ცნობილი მეცნიერი ქართული ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ქართული არქეოლოგიური სკოლის პატრიარქი ოთარ ჯაფარიძე ავტორია 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და მრავალი მონოგრაფიისა, რომელთა უმრავლესობამ საერთაშორისო გამოხმაურება ჰპოვა. მეცნიერი საქართველოს ერთ – ერთი წამყვანი არქეოლოგია, რომლის ნაშრომებმა საერთაშორისო გამოხმაურება ჰპოვა. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართველი ტომების ისტორიის კვლევაში ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, ქართველი ხალხის ეთნოგენეზისის კვლევის საქმეში.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა