ბსუ-ს ზოგიერთი დამხმარე სტრუქტურული ერთეულის პერსონალის შესარჩევი კონკურსი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ) აცხადებს კონკურსს ბსუ-ს ზოგიერთ დამხმარე სტრუქტურულ ერთეულში  შემდეგი თანამდებობების (დამხმარე პერსონალი) დასაკავებლად:

1.1. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი -ერთი საშტატო ერთეული (სამუშაო აღწერილობა განსაზღვრულია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 8 სექტემბრის N02-06/410 ბრძანების დანართის 2.2. პუნქტით);

1.2. სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურის სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის განყოფილების მთავარი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული (სამუშაო აღწერილობა განსაზღვრულია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 8 სექტემბრის N02-06/411 ბრძანების დანართის 2.3. პუნქტით);

1.3. სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურის სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული (სამუშაო აღწერილობა განსაზღვრულია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 8 სექტემბრის N02-06/411 ბრძანების დანართის 2.4. პუნქტით);

1.4. სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურის კულტურისა და სპორტის განყოფილების მთავარი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული (სამუშაო აღწერილობა განსაზღვრულია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 8 სექტემბრის N02-06/411 ბრძანების დანართის 3.3. პუნქტით);

1.5. სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურის კულტურისა და სპორტის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული (სამუშაო აღწერილობა განსაზღვრულია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 8 სექტემბრის N02-06/411 ბრძანების დანართის 3.4. პუნქტით);

1.6. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მთავარი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული (სამუშაო აღწერილობა განსაზღვრულია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 8 სექტემბრის N02-06/409 ბრძანების დანართის 2.1. პუნქტით);

1.7. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული (სამუშაო აღწერილობა განსაზღვრულია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 8 სექტემბრის N02-06/409 ბრძანების დანართის 2.2. პუნქტით);

2. საკონკურსო თანამდებობებზე სახელფასო ანაზღაურება შეადგენს: ა) მთავარი სპეციალისტის - 950 ლარს;  ბ) წამყვანი სპეციალისტის - 700 ლარს; გ) სპეციალისტის - 600 ლარს.

3. საკონკურსო თანამდებობების სამუშაო აღწერილობის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებები (2017 წლის 8 სექტემბრის N02-06/409,  N02-06/410 და N02-06/411) განთავსებულია ბსუ-ს ვებგვერდზე, კონკურსის გამოცხადების შესახებ წინამდებარე ბრძანებასთან ერთად.

4. საკონკურსო თანამდებობის დასაკავებლად განისაზღვრება შემდეგი საკვალიფიკაციო და ძირითადი მოთხოვნები:

4.1.საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტისათვის:

ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების (მარკეტინგი/რეკლამა და საზოგადოებასთან ურთიერთობა) ან სოციალური მეცნიერებების (მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა/საზოგადოებრივი ურთიერთობების) მიმართულებით მიღებულ განათლებას);

ბ) უცხო ენის (ინგლისური - მიენიჭება უპირატესობა, გერმანული ან ფრანგული) არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა;

გ) არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება (მსგავს პოზიციაზე ან განათლების სისტემაში);

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms.Word, Ms.Excel, Ms.Power Point, Outlook) კარგად ცოდნა;

ე) კომუნიკაციის, დროის მართვის, გამართული მეტყველების, ზეპირი და წერილობითი საქმიანი კომუნიკაციის წარმოების, ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის, გუნდში მუშაობის უნარები და ორგანიზებულობა;

ვ) შემდეგი საკონკურსო თემატიკის ცოდნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (მე-IV-VI თავები), ბსუ-ს წესდება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (მე-III თავი), ,,პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ’ საქართველოს კანონი (I-V თავები), ,,სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონი,  ბსუ-ს შინაგანაწესი, ბსუ-ს ეთიკის კოდექსი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება და ამ სამსახურის პერსონალის სამუშაო აღწერილობა (თემატიკა განთავსებულია ბსუ-ს ვებგვერდზე).

4.2.სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მთავარი სპეციალისტისათვის:

ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლების, ბიზნესის ადმინისტრირების, ჰუმანიტარული, სამართლის ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მიღებულ განათლებას);

ბ) უცხო ენის (ინგლისური - მიენიჭება უპირატესობა, გერმანული ან ფრანგული) არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა;

გ)  არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება (მსგავს პოზიციაზე ან/და  განათლების სისტემაში);

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms.Word, Ms.Excel, Ms.Power Point) კარგად ცოდნა;

ე) კომუნიკაციის, დროის მართვის, გამართული მეტყველების, ზეპირი და წერილობითი საქმიანი კომუნიკაციის წარმოების, ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის, გუნდში მუშაობის უნარები და ორგანიზებულობა;

ვ) შემდეგი საკონკურსო თემატიკის ცოდნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (მე-IV-VI თავები), ბსუ-ს წესდება, ბსუ-ს შინაგანაწესი, ბსუ-ს ეთიკის კოდექსი, სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება და ამ სამსახურის პერსონალის სამუშაო აღწერილობა (თემატიკა განთავსებულია ბსუ-ს ვებგვერდზე).

4.3.სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტისათვის:

ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლების, ბიზნესის ადმინისტრირების, ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მღებულ განათლებას);

ბ) უცხო ენის (ინგლისური - მიენიჭება უპირატესობა, გერმანული ან ფრანგული) არანაკლებ B1 დონეზე ცოდნა;

გ) სამუშაო გამოცდილება (მსგავს პოზიციაზე ან/და  განათლების სისტემაში);

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms.Word, Ms.Excel, Ms.Power Point) კარგად ცოდნა;

ე) კომუნიკაციის, დროის მართვის, გამართული მეტყველების, ზეპირი და წერილობითი საქმიანი კომუნიკაციის წარმოების, ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის, გუნდში მუშაობის უნარები და ორგანიზებულობა;

ვ) შემდეგი საკონკურსო თემატიკის ცოდნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (მე-IV-VI თავები), ბსუ-ს წესდება, ბსუ-ს შინაგანაწესი, ბსუ-ს ეთიკის კოდექსი, სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება და ამ სამსახურის პერსონალის სამუშაო აღწერილობა (საკონკურსო თემატიკა განთავსებულია ბსუ-ს ვებგვერდზე).

4.4.საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მთავარი სპეციალისტისათვის:

ა) უმაღლესი განათლება (კომპიუტინგის/ინფორმატიკის დარგში);

ბ) არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება (მსგავს პოზიციაზე ან  განათლების სისტემაში);

გ) ინგლისური ენის არანაკლებ B1 დონეზე ცოდნა;

დ) შემდეგი კომპიუტერული უნარ-ჩვევები: სერვერული ოპერაციული სისტემების (windows, linux) კონფიგურირება; საქსელო მარშრუტიზატორების, სვიჩების და wi-fi აპარატების მართვა (cisco, mikrotik, ruckus); კომპიუტერული ტექნიკის (პერსონალური კომპიუტერები, პრინტერები, სკანერები, wi-fi აპარატები) და პროგრამული უზრუნველყოფის (ოპერაციული სისტემა windows, საოფისე პროგრამები) მართვა;

ე) კომუნიკაციის, დროის მართვის, გამართული მეტყველების, ზეპირი და წერილობითი საქმიანი კომუნიკაციის წარმოების, ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის, გუნდში მუშაობის უნარები და ორგანიზებულობა;

ვ) შემდეგი საკონკურსო თემატიკის ცოდნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (მე-IV-VI თავები),  ბსუ-ს წესდება, ბსუ-ს შინაგანაწესი, ბსუ-ს ეთიკის კოდექსი, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის დებულება და ამ სამსახურის პერსონალის სამუშაო აღწერილობა (საკონკურსო თემატიკა განთავსებულია ბსუ-ს ვებგვერდზე).

4.5.საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის სპეციალისტისათვის:

ა) პროფესიული/უმაღლესი განათლება კომპიუტინგის/ინფორმატიკის დარგში (დასაშვებია ამ მიმართულებით ბსუ-ს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის სტატუსის მქონე პირთა მონაწილეობაც);

ბ) შემდეგი კომპიუტერული უნარ-ჩვევები: კომპიუტერული ტექნიკის (პერსონალური კომპიუტერები, პრინტერები, სკანერები, wi-fi აპარატები) და პროგრამული უზრუნველყოფის (ოპერაციული სისტემა windows, საოფისე პროგრამები) მართვა;

გ) კომუნიკაციის, დროის მართვის, გამართული მეტყველების, ზეპირი და წერილობითი საქმიანი კომუნიკაციის წარმოების, ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის, გუნდში მუშაობის უნარები და ორგანიზებულობა;

დ) შემდეგი საკონკურსო თემატიკის ცოდნა:  ბსუ-ს წესდება, ბსუ-ს შინაგანაწესი,  ბსუ-ს ეთიკის კოდექსი, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის დებულება და ამ სამსახურის პერსონალის სამუშაო აღწერილობა (თემატიკა განთავსებულია ბსუ-ს ვებგვერდზე).

5. კონკურსანტებმა 2017 წლის 16 ოქტომბრიდან  27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:

ა) კონკურსანტის განცხადება (ანკეტა) - შევსებული ბრძანების თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი 2);

ბ)  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი საფეხურის განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით;  

დ)  სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს ორი გვერდისა);

ე) სამუშაო გამოცდილების ამსახველი ცნობა;

ვ) სხვა დოკუმენტაცია საკვალიფიკაციო ან/და ძირითადი მოთხოვნების დასადასტურებლად(არსებობის შემთხვევაში).

6. კონკურსანტებმა განცხადება (ანკეტა) და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის - bsu-hr@bsu.edu.ge მეშვეობით, დაგვიანებით მიღებული ან არასრული საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება და კონკურსანტი პირველივე ეტაპზე მოიხსნება კონკურსიდან.  გასაუბრებაზე დაბარების შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დადგენილ ვადაში მის მიერ ელექტრონულად გადმოგზავნილი დოკუმენტაციის დედნები, ასევე სხვა დოკუმენტაცია - საკონკურსო კომისიის (ბსუ-ს ადმინისტრაციის) მოთხოვნის საფუძველზე.

7. კონკურსი ჩატარდება  3 (სამ) ეტაპად:

7.1. პირველ ეტაპზე - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასება/გადარჩევა;

7.2. მეორე ეტაპზე - საკონკურსო თანამდებობისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო და ძირითად მოთხოვნებთან კონკურსანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით ტესტირება იმ კონკურსანტებთან, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსის პირველ ეტაპს;

7.3. მესამე ეტაპზე - საკონკურსო თანამდებობისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო და ძირითად მოთხოვნებთან კონკურსანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით გასაუბრება იმ კონკურსანტებთან, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსის მეორე ეტაპს.

8. კონკურსთან დაკავშირებით ბსუ-ს ვებგვერდზე განთავსდება  შემდეგი ინფორმაცია:

ა) იმ პირთა შესახებ, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსის პირველ, მეორე და მესამე ეტაპს;

ბ) კონკურსში გამარჯვებული კონკურსანტების შესახებ;

გ)  სხვა ინფორმაცია, საკონკურსო კომისიის/ბსუ-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შესაბამისად.

9.კონკურსანტები, მათ მიერ საკონკურსო განცხადებაში (ანკეტაში) მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე ან ტელეფონის საშუალებით ბსუ-ს ადმინისტრაციიდან მიიღებენ შემდეგი შინაარსის ინფორმაციას (შეტყობინებას):  

ა) საკონკურსო დოკუმენტაციის შესახებ დამატებით ინფორმაციას;

ბ) დოკუმენტების გადარჩევის ეტაპზე კონკურსიდან მოხსნის, ტესტირებაზე ან გასაუბრებაზე დაბარების შესახებ;

გ) კონკურსის შედეგის (დადებითი ან  უარყოფითი) შესახებ;

დ) კონკურსის გასაჩივრების შემთხვევაში აპელაციის შედეგის შესახებ;

ე) საკონკურსო თანამდებობაზე დანიშვნის სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანება №01-11/70, 11 ოქტომბერი 2017 წელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგიერთი დამხმარე სტრუქტურული ერთეულის პერსონალის შასარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ


საკონკურსო თემატიკა


 

  კონკურსანტის განცხადება (ანკეტა)

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა