ძლიერმა ქარმა და წვიმამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხუთსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. დაზიანებულია თუნუქის საერთო ფართის 1/4. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო უნივერსიტეტის პერსონალი, რომლის ძალისხმევით მოხერხდა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შენარჩუნება. წვიმას არ ჩამოუღწევია აუდიტორიებში და სასწავლო პროცესი დილის 9:00 საათზე ჩვეულებრივ განახლდა. მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა და სარეაბილიტაციო სამუშაოების მოსამზადებელი ეტაპი.
უკან |