"ერაზმუს მუნდუსის" გაცვლითი პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა

სურათი

საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის ორგანიზებით "ერაზმუს მუნდუსის" გაცვლითი პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. წარდგინებაზე სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები პროგრამის განხორციელების წესებსა და კონკურსის ჩატარების პირობებს გაეცნენ. უნივერსიტეტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს მუნდუსის“ პროგრამის 6 პროექტშია ჩართული, რაც მსურველებს შესაძლებლობას აძლევს განათლება ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღონ. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებსაც შეუძლიათ. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბსუ-ს ვებგვერდი: www.bsu.edu.ge 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა