დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით მყოფ უცხოელ სტუდენტებთან და თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხოელ სტუდენტებს საქართველოსა და უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
2017-2018 სასწავლო წლისათვის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 7 უცხოელი სტუდენტი იმყოფება: 2 ესპანეთის ალკალას უნივერსიტეტიდან (,,ერაზმუს+’’), 3 თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან (,,მევლანა’’), ხოლო 1 სტუდენტი ყაზახეთის ყაზგუუს უნივერსიტეტიდან.
აგრეთვე, ბსუ-ს ესპანეთის ალკალას უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელი - დენიელ ბუიტრაგო სტუმრობს, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მუშაობას გაეცნობა.
უკან |