კლაიპედას უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კლაიპედას უნივერსიტეტს შორის. ხელშეკრულება მიზნად ისახავს პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას. მხარეთა შეთანხმებით, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ამოქმედდება გაცვლითი პროგრამები, ჩატარდება  კონფერენციები, სიმპოზიუმები, ტრენინგები და სემინარები. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა