დამხმარე პერსონალის შესარჩევი კონკურსის ტესტირების განრიგი

კონკურსანტთა საყურადღებოდ!

ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 11 ოქტომბრის N01-11/70 ბრძანებით გამოცხადებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგიერთი დამხმარე სტრუქტურული ერთეულის პერსონალის შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპი - ტესტირება ჩატარდება ბსუ-ს საგამოცდო ცენტრში (ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. N12, მე-3 სართული) შემდეგ ვადებში:

ა) ტესტირება  საკონკურსო თემატიკაში - 2017 წლის 6 ნოემბერს, 14:00 სთ-ზე;

ბ) ტესტირება უცხო ენაში - 2017 წლის 8 ნოემბერს, 14:00 სთ-ზე.

ტესტირებაზე დაშვებისათვის კონკურსანტებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია (თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა). რეგისტრაცია დაიწყება ტესტირების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, მაგრამ არაუგვიანეს 5 წუთით ადრე.

დაგვიანებული კონკურსანტები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა