
მედიამკვლევარმა ზვიად ქორიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „საუბრები ევროპაზე“. მომხსენებელმა ახალგაზრდებს ევროპული ღირებულებები, ფასეულობები და თანამედროვე გამოწვევები გააცნო. ღონისძიება ორგანიზაციამ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ „აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის“ და USAID-ის ორგანიზებით პროექტის „ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ აჭარაში“ ფარგლებში ჩაატარა.
უკან |